Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო, ორენოვანი, რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი TSU-ti

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019 წელს  დაარსდა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო, ორენოვანი, რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი TSU-ti.  ჟურნალის სახელწოდება (TSU Towards Internationalization) მოიაზრებს ჟურნალის კონცეფციაზე მომუშავე გუნდის მთავარ ამოცანას – ხელი შეეწყოს ჰუმანიტარულ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ინტერნაციონალიზაციას. ჟურნალის კონცეფციაზე მუშაობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის (ISYSH-2019)  საორგანიზაციო გუნდის წევრები  (პროექტის ავტორი ეკატერინე ნავროზაშვილი); აღნიშნული ინიციატივა განიხილა  და  სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაამტკიცა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნანა გაფრინდაშვილმა (ოქმი #4; 21.05.2019).

ჟურნალის პირველი ნომერი (ისტორიისა და არქეოლოგიის თემატური მიმართულებით) შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში (ხელმძღვანელი ნათია ფუტკარაძე) გამოიცა 2022 წლის  ზაფხულში და ის უკვე ინდექსირებულია EBSCO-ში, Google Scholar-ში, DRJI (Directory of Research Journals Indexing)-სა  და Crossref-ში თითოეული სტატიისთვის სათანადო ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) მითითებით (ინდექსით: https://doi.org/10.55804/TSU-ti). გარდა აღნიშნული ბაზებისა, ჟურნალი TSU-ti  განსახილველად წარდგენილია  ISI (International Scientific Indexing)-ისა და SJIF (Scientific Journal of Impact Factor)-ის ბაზებში.

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ TSU-ti-ის   მეორე ნომერი გამოიცემა 2023 წლის ზაფხულში, კულტურის კვლევების თემატური მიმართულებით. სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი.

სტატიების გაფორმების წესის შესახებ დაწვრილებით იხ. ჟურნალის ვებგვერდი: www.tsuti.tsu.ge.